პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ტალეჰ ხასმამადოვი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი კრიტიკულ მდგომარეობაშია

ტალეჰ ხასმამადოვი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

Taleh Khasmammadov. (Photo: T. Khasmammadov's Facebook page)
Taleh Khasmammadov. (Photo: T. Khasmammadov's Facebook page)

პატიმრის ნათესავების თქმით, ციხეში თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ ტალეჰ ხასმამადოვის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

ტალეჰ ხასმამადოვს სამთვიანი წინასწარი პატიმრობა ხულგნობის ბრალდებით 26 თებერვალს მიუსაჯეს. დედის, გულბუთა ხასმამადოვას თქმით, ინციდენტის დროს უცნობმა მამაკაცმა ტალეჰის ჩხუბში ჩათრევა სცადა, რის შემდეგაც გულყრა გაითამაშა და დაელოდა, როდის დააკავებდა პოლიცია მის შვილს (იხილეთ: აზერბაიჯანი: ევროპული თამაშებისთვის მზადების ფონზე დაჭერები გრძელდება)

გულბუთა ხასმამადოვას თქმით, მისმა შვილმა 15 მარტს, განჯის წინასწარი დაკავების იზოლატორში „ვენები გადაიჭრა.“ როგორც მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, ამის შესახებ მაშინ გაიგო, როცა ცდილობდა მისი შვილის ადგილსამყოფლის გაგებას, რადგან სამართალდამცავები არც მას და არც ადვოკატს არ ეუბნებოდნენ სად გაგზავნეს ტალეჰი სასამართლოს შემდეგ.

„ამბის გასაგებად, გოიჩაის რაიონის პოლიციის განყოფილებაში მივედი, სადაც მითხრეს, რომ ის განჯის საგამოძიებო იზოლატორში ჰყავდათ. მისი ნახვის უფლება არ მომცეს“, – თქვა მან. „განჯაში გავიგე, რომ ტალეჰი ბაქოში, სამკურნალო დაწესებულებაში გადაეყვანათ.“

15 მარტს, ხასმამადოვის დედამ მოახერხა ციხის საავადმყოფოში შესვლა და შვილის ნახვა.

„დაპატიმრების მერე ცუდად ექცეოდნენ. მითხრა, რომ არ მისცეს არც სახლში დარეკვის და არც ადვოკატთან დაკავშირების უფლება. 20 დღის განმავლობაში არ აძლევდნენ აბანოში წასვლის ნებას, [ციხის ადმინისტრაცია] არც სახლიდან გამოგზვნილი საჭმლის და ტანსაცმლის მიღების ნებას რთავდა“, – თქვა მან.

დაკავების შემდეგ ხასმამადოვი საკანში ფსიქიკურად გაუწონასწორებელ პატიმრებთან ერთად მოათავსეს, რის გამოც მან ათი დღის განმავლობაში შიმშილობა გამოაცხადა.

„ამ პერიოდის განმავლობაში ექიმს არც ერთხელ არ შეუმოწმებია მისი მდგომარეობა. ბოლოს და ბოლოს, ამ უსამართლო სისტემის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად, ვენები გადაიჭრა“, – თქვა ხასმამადოვამ. „საშინლად ბევრი სისხლი დაკარგა, თანაც შიმშილობის შემდეგ ისედაც ძალიან დასუსტებული იყო,“ – დასძინა მან და აქვე აღნიშნა, რომ ციხეში ყოფნის დროს, მუდმივი სინესტის გამო თირკმლების პრობლემებიც შეექმნა, რის მკურნალობასაც ექიმები დაჰპირდნენ.

ოფიციალურმა პირებმა ხასმამადოვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა დაადასტურეს. იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ იფტიხარ ყურბანოვმა საინფორმაცის სააგენტო Turan- ს განუცხადა, რომ ხასმამადოვი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, თუმცა უარყო ის, რომ მან საკუთარი თავი დაიზიანა და ისიც, რომ შიმშილობდა.

ორგანიზაციის „აზერბაიჯანი პოლიტიკური პატიმრების გარეშე“ წარმომადგენელი ოქტაი გულალიევი ამბობს, რომ ხასმამადოვისგან მიიღო წერილი, რომელშიც დეტალურად აღწერს, თუ როგორ საშინლად ეპყრობოდნენ მას ციხეში.

გულალიევის მტკიცებით, ხასმამადოვის მიმართ არასათანადო მოპყრობა კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას, რომ ის პოლიტიკური მიზეზით არის დაპატიმრებული.

„მისი დაშინება უნდათ, იმიტომ, რომ იციან, რომ მხოლოდ დაჭერით მას არჩეული გზიდან ვერ გადაახვევინებენ,“ – აღნიშნა გულალიევმა და დასძინა, რომ როდესაც ტალეჰი ბოლო პატიმრობის შემდეგ, დეკემბერში გამოუშვეს ციხიდან, ის მაშინვე დაუბრუნდა აქტიურ საქმიანობას და მთელი გოიჩაის რაიონის მასშტაბით იცავდა ადამიანის უფლებებს.

ოპოზიციური პარტია „მუსავათის“ მრჩეველი აზერ ისმაილი აღნიშნავს, რომ ხასმამადოვი არის „მიზანმიმართული წამების მექანიზმის“ მსხვერპლი.

„მთელმა საზოგადოებამ, პოლიტიკური წრეებმა და ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა მიაქციონ ყურადღება ტალეჰ ხასმამადოვს“, – განაცხადა მან. „ისინი უნდა ჩაერიონ ამ უსამართლო სიტუაციაში“.

აფგან მუხტარლი, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს.

 

Frontline Updates
Support local journalists