ყარაბაღში სამხედრო ძალების მობილიზება
ესკალაციის ზრდასთან ერთად მოხალისეები ჯარში ეწერებიან.
ყარაბაღში სამხედრო ძალების მობილიზება
ესკალაციის ზრდასთან ერთად მოხალისეები ჯარში ეწერებიან.
მთიანი ყარაბაღის საზღვარის მიმდებარე რაიონებში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის დაპირისპირება უკვე მეოთხე დღეა გრძელდება.
ყარაბაღში ასეულობით მოხალისე ეწერება ჯარში, სადაც აქტიურად ურიგდებათ საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა.
მოხალისეთა შორის არიან ყარაბაღის ომის ვეტერანები. 1994 წელს შეიარაღებული კონფლიქტი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე დასრულდა.
მას შემდეგ, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი არაერთხელ დარღვეულა, ხშირად ხდებოდა სროლები, როგორც ყარაბაღის ე.წ. „შეხების ხაზის“ მიმდებარედ, ასევე სომხეთი-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის მთელ პერიმეტრზე.
ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებმა ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე დაპირისპირება ყველაზე მწვავე ფორმით გამოავლინა.