აზერბაიჯანში ოპოზიციურ გაზეთს დახურვა ემუქრება

მთავრობის კრიტიკოსთა თქმით, დავალიანებების გადახდის მოთხოვნა დამოუკიდებელი პრესის შევიწროების ბოლო დროს გავრცელებული ერთ-ერთი ტაქტიკაა.

აზერბაიჯანში ოპოზიციურ გაზეთს დახურვა ემუქრება

მთავრობის კრიტიკოსთა თქმით, დავალიანებების გადახდის მოთხოვნა დამოუკიდებელი პრესის შევიწროების ბოლო დროს გავრცელებული ერთ-ერთი ტაქტიკაა.

Rahim Hajiyev, editor of Azadliq. (Photo: Seymur Kazimov)
Rahim Hajiyev, editor of Azadliq. (Photo: Seymur Kazimov)
Azadliq is the major opposition newspaper in Azerbaijan. (Photo: Seymur Kazimov)
Azadliq is the major opposition newspaper in Azerbaijan. (Photo: Seymur Kazimov)
Azadliq’s chief editor Rahim Hajiyev with columnist Natiq Adilov. (Photo: Seymur Kazimov)
Azadliq’s chief editor Rahim Hajiyev with columnist Natiq Adilov. (Photo: Seymur Kazimov)
Friday, 7 September, 2012

აზერბაიჯანული ოპოზიციის მხარდამჭერი ყველაზე დიდი გაზეთი “აზადლიქი” დახურვის პირასაა.  31,000 ა.შ.შ. დოლარის ოდენობის ფინანსური დავალიანების დასაფარად გაზეთს ათდღიანი ვადა დაუწესდა.

“აზადლიქის” რედაქტორი, რაჰიმ ჰაჯიევი აცხადებს, რომ საერთო ვალებიდან, რომელიც 25,000 მანათის შეადგენს  11,000 მანათი ელექტროენერგიის, გათბობისა და სხვა კომუნალური ხარჯებისაა,  დანარჩენი კი, სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი გამომცემლობების დავალიანებაა.

ჰაჯიევი ვალების დაუყოვნებლივ გადახდის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ მიზეზებს უკავშირებს. მისი თქმით, მთავრობის მიერ ბოლო ხანებში მიღებულმა სხვადასხვა გადაწყვეტილებმა გაზეთები დახურვის პირას მიიყვანა.

„2011 წელს ბაქოს ქუჩებში ვაჭრობა, მათ შორის გაზეთების გაყიდვა აიკრძალა. აღნიშნულის დასასაბუთებლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, ალი ჰასანოვმა განცხადებით, რომ გარე ვაჭრობა ფეხით მოსიარულეებსა და საავტომობილო მოძრაობას უშლიდა ხელს“, – უთხრა ჰაჯიევმა IWPR-ს.

მან ასევე აღნიშნა, რომ გაზეთის შემოსავლებზე უარყოფითი ზეგავლენა მთავრობის მფლობელობაში მყოფი „გასიდის“ ჯიხურების ქსელის დახურვამაც გამოიწვია, სადაც ადრე გაზეთი იყიდებოდა. მან თქვა, რომ საცალო გაყიდვის ქსელს მისი გაზეთის მიმართ 28,000 მანათი ჯერაც მართებებთ, რაც დავალიანების დასაფარად საკმარისია.

„ჩვენ ჯერ არ მიგვიღია მაისიდან-აგვისტომდე პერიოდში გაყიდული გაზეთების საფასური. მჯერა, რომ ეს ყველაფერი ქვეყანაში საგამომცემლო სისტემის დარღვევისათვის კეთდება“, – ამბობს ჰაჯიევი.

ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი იხსენებს, რომ აზადლიქს ადრეც მოუწია სოლიდური ჯარიმების გადახდა. კერძოდ, ცილისწამების ბრალდებით სასამართლომ მას ბაქოს მეტროს უფროსის, თაგი აჰმადოვისის სასარგებლოდ  30,000 მანათი, ხოლო ტრანსპორტის მინისტრის შვილის სასარგებლოდ 4,000 მანათის გადახდა დააკისრა.

“აზადლიქის” თანამშრომლები აცხადებენ, რომ მათი ჟურნალისტები ისეთ საკითხებს აშუქებენ, რომელთა გაშუქებასაც სხვა გაზეთები ვერ ბედავენ.

„ჩვენ ვწერთ მთავრობის კორუფციის შესახებ. ისინი მედიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ, მაგრამ “აზადლიქსს” ვერ შეეხნენ”, –  თქვა რედაქტორმა, როვშან ჰაჯიბაილიმ.

სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული გამომცემლობის მიმართ არსებული დავალიანებებისა და საცალო გაყოდვის ქსელის რღვევის გამო, სხვა ოპოზიციური გაზეთებიც მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

„გამომცემლობის მიმართ ჩვენს დავალიანებას 8,000 მანათზე მეტი წარმოადგენს, ხოლო „გასიდს“ ჩვენს  მიმართ 18,000 მანათი მართებს, თუმცა თანხას ვერ ვიღებთ და შესაბამისად ვერც  დავალიანებას ვფარავთ“, –  ამბობს რაუფ არფიოღლი, „Yeni Musavat“-ის მთავარი რედაქტორი.

„ჩვენ მუდმივი სტრესის ქვეშ ვართ – სასამართლო პროცესები, შეურაცხყოფები და დაპატიმრებები, მაგრამ აქამდე პირდაპირი ჩარევა არ ყოფილა. ახლა კი, ისეთი მექანიზმი ამოქმედდა, რომელთან ბრძოლასაც ვერ ვახერხებთ“, – ამბობს ის.

„გასიდის“ ჯიხურების ქსელის მმართველი მირკაზიმ კაზიმოვია,  რომელიც პარტია “იენი აზერბაიჯანის” საპარლამენტო ფრაქციის წევრია. ის ადასტურებს, რომ მის კომპანიას გაზეთების ვალი აქვს, თუმცა ამაში უჩვეულოს ვერაფერს ხედავს.

მან ასევე უარყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ „გასიდის“ ჯიხურები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბრძანებით დაიხურა. კაზიმოვის თქმით, მათი დახურვა ადგილობრივი მთავრობის ბრძანებით მოხდა, რომელსაც  საფუძველად ჯიხურების გაუმართაობა ედო.

„ახალი ჯიხურების შესაძენი თანხა არ გაგვაჩნია.  სესხსაც ვერ ვიღებთ, ვინაიდან ჩვენი აქციების მეპატრონე სახელმწიფოა. თუმცა, გაზეთები ჯიხურების გარდა მაღაზიებშიც იყიდება.  პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს და მხოლოდ კონტრაქტების მიხედვით ვმოქმედებთ“,-აღნიშნა მან.

2009 წლიდან მთავრობამ მედიის მხარდაჭერის სახელმწიფო ფონდიდან არაერთი გაზეთი დააფინანსა, თუმცა მედიის თავისუფლებისათვი მებრძოლ აქტივისტთა განცხადებით, ამით ოპოზიციური გაზეთების დანაკარგის კომპენსაცია ვერ მოხერხდა.

ჟურნალისტების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ინსტიტუტი- IRFS, რომელიც აზერბაიჯანში პრესის თავისუფლებისადმი მიძღვნილ კამპანიებს ახორციელებს აცხადებს, რომ ოპოზიციური გაზეთები რეკლამის ეფექტური ბოიკოტის მსხვერპლნი გახდნენ, რამაც მათი შემოსავალი შეამცირა.

„IRFS-ი აზერბაიჯანის მთავრობას მოუწოდებს შეაჩეროს ოპოზიციურ და დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა, ხოლო საჯარო მოხელეებს თხოვს, უფრო ტოლერანტულად მოეკიდონ ალტერნატიულ მოსაზრებებსა და კრიტიკას“, –  ნათქვამია განცხადებაში.

სეიმურ კაზიმოვი დამოუკიდებელი ჟურნალისტია აზერბაიჯანში.

Media
Frontline Updates
Support local journalists